Friday, October 10, 2014

მეზედმეტებით!

უკვე დილაა,
მზე ამოსულა, ზეცას ახარებს,
მე რა მახარებს?
არც არაფერი,
ჩემს გულში ისევ სევდა ხარხარებს.
გული თავისთვის
ხმამაღლა ყვირილს ისევ აგრძელებს:
მეზედმეტებით!
სამყაროვ, იქნება ერთი წამით
განხვიდე ჩემგან,
ხალხნო, ვინც კი ხართ
ჩემ გარშემო ამ სამყაროში,
ამ წუთას ყველა მეზედმეტებით.
გაირბენს წამი,
გაირბენს წუთი,
დრო შეიცვალოს იქნება ამით.
თან გაჰყვეს ეგებ სევდა მალული
და გულის ჭვალი.
დილა მზიანი,
დილა ხალასი,
სიცოცხლით სავსე დილის ნიავი
აგანთებს ბრძოლით, სიცოცხლის ნდომით,
მაგრამ რად გინდა,
ვინ გაცლის ტკბობას?
გარშემო ისევ ურიცხვი ბრბოა,
მეზედმეტებით,
მეზედმეტებით დღისით და ღამით,
ყოველი წამით მეზედმეტებით.
ცხოვრება მიდის და დრო არ ითმენს,
მოითხოვს შენგან ფერხულში ჩაბმას,
რომ ისევ აჰყვე შენ მასის როკვას.
არა, არ მინდა, განვცალკევდები,
მე ყველა მაინც მეზედმეტებით,
დავრჩები ჩემთვის
და გული ისევ განაგრძობს ყვირილს:
მეზედმეტებით!

10.10.2014; 11:37

4 comments:

  1. მაპატიეთ, შეიძლება იმ ტყეში ხეზე მაინც შემოვჯდე სიცივისგან მობუზული ჩიტი, თუ მეც გეზედმეტებით?
    შეიბრალეთ ჩიტუნია:)

    ReplyDelete
    Replies
    1. უკვე დილაა,
      მზე ამოსულა, ზეცას ახარებს, <<<< ასე რომ არ ცივა :) ვითომ Anonymous :P :D

      Delete
    2. მე სულში დამდგარი სიცივე ვიგულისხმე, რომელსაც დილის მზე კი არა თაკარაც არ შველის.

      Delete
    3. :D :D :D უნდა მივმხვდარიყავი....

      Delete